შემხვდა ცოცხალი ადამიანი, რომელსაც ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვეგონე. მივხვდი, რომ ბევრი უნდა ვიარო, - ამის შესახებ „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
„ჩემი ვალდებულებაა ტელევიზორს ვუყურო, უკანასკნელი დაახლოებით სამი კვირაა ვერცერთ საინფორმაციო გამოშვებას ვერ ვუყურე და ვერცერთ გადაცემას ვერ ვუყურე, ვერ ვუყურე ოლიმპიური თამაშების ვერცერთ შეჯიბრებას, იმიტომ რომ ზღვა საქმეა ნამდვილად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფორმაციას ვერ ვიღებ. აგრარულ ბაზარში დასაქმებული ბევრი ხალხი საქმის კურსში არ არის. შემხვდა ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე ვეგონე კიდევ. ე.ი. ხაბეიშვილი საერთოდ გამოტოვებულია, არც თინა .... ისევ იქ ვეგონე. მივხვდი, რომ ბევრი უნდა ვიარო, გავაგებინო, რომ ეს ასე არ არის. გახმაურებული პროცესი იყო, ერთი წელიწადი ვიცხოვრე ტელე გადაცემბში და ვსაუბრობდი იმაზე რაზეც ვსაუბრობდი და შემხვდა ცოცხალი ადამიანი, ვისაც ვეგონე ისევ „ნაციონალური მოძრაობს“ თავმჯდომარე“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ნიკა მელიამ.