ყველამ უნდა იშრომოს ბევრი, რომ არავინ დარჩეს სახლში და ყველამ გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ, რომ მიუხედავად ამ გამოწვევისა, პლურალისტური, მრავალფეროვანი პარლამენტი მივიღოთ,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი პარტიის „ახალის" ამოცანაა ამომრჩეველს შევთავაზოთ, ბევრად უფრო უკეთესი ალტერნატიული გზა და ჩვენთვის ეს არის, რამდენიმე პოლიტიკური პლატფორმა, პირველ რიგში, სადაც იქნება პოლიტიკური პარტია ,,ახალი". მიმაჩნია, ეს პლატფორმა იქნება, მთავარი ოპოზიციური პლატფორმა და წარმატებები სხვა ოპოზიციურ პლატფორმას. დიახაც, გვინდა არ გვინდა, მოგვწონს, არ მოგვწონს, ყველამ თავისი უნდა მოიტანოს საერთო ყულაბაში. ყველამ უნდა იშრომოს ბევრი, რომ არავინ დარჩეს სახლში და ყველამ გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ, რომ მიუხედავად ამ გამოწვევისა, პლურალისტური, მრავალფეროვანი პარლამენტი მივიღოთ. ძალა ერთობაშია, ხშირად ვამბობთ, მაგრამ კიდევ უფრო ვისურვებდი, რომ გვეთქვა, ძალა, მათ შორის, მრავალფეროვნებაშია",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.