"მე არათუ მოსაზრება არ შემიცვლია, არამედ ეს შეხედულება კვლავ ძალაშია. ბევრი მისაუბრია, საზოგადოებამ ამის შესახებ იცის. მერწმუნეთ - "დროა," "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური/იდეოლოგიური შეუთავსებლობა არ ყოფილა" - განაცხადა ნიკა მელიამ.
ჩვენ, ბუნებრივია, სანამ შევთანხმდებოდით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მერწმუნეთ ეს ადამიანი[დავით კეზერაშვილი] რაიმე ტიპის გავლენით, რომ სარგებლობდეს ამ პლატფორმაზე ან შემხებლობა რომ ჰქონდეს - საქმიანი, პოლიტიკური "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ან "დროასთან," ეს გაერთიანება ვერ შედგებოდა. ეს გაერთიანება არის გავლენებისგან თავისუფალი გაერთიანება. მე მაქვს ის დამოკიდებულებაა იმ ადამიანთან, რომელიც მქონდა და ასეთი დარჩება. მაგრამ ის, რომ პარტიას "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" და პარტია "დროას" რაიმე პოლიტიკური შემხებლობა ჰქონოდათ ამ ბატონთან, მერწმუნეთ, ეს ერთობა არ შედგებოდა. ბატონი კეზერაშვილი არამხოლოდ აფინანსებს, არამედ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც იღებს "ნაციონალურ მოძრაობას." "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" და "დროას" რომ სდომებოდა მასთან პარტნიორობის არსებობა, პარტია "ახალთან" ისინი პოლიტიკურ გაერთიანებას ისინი ნამდვილად არ ჩამოაყალიბებდნენ," - განაცხადა ნიკა მელიამ ღამის კურიერში.