არ ვიცი, შეიძლება, ვცდები, მაპატიეთ, თუ ზაზა ფაჩულიას განცხადება გაკეთებული აქვს, უცბად გამახსენდა, არ მახსოვს - ამის შესახებ პარტია „ახლის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, საწყენია, რომ „დასავლეთში ფეხადგმული” წარმატებული ადამიანები ხმას არ იღებენ იმ დროს, როცა მთელი ერი ერთიანდება.
„ზაზა ფაჩულიას განცხადება არ მომისმენია, ცუდია. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, საწყენია, ვინაიდან, როდესაც დასავლეთისგან იზოლირებული ხდები მხოლოდ და მხოლოდ შენი უფროსის დავალებით და შენ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას აფიქრებინებ უკვე მკაფიოდ, რომ გეზი, საგარეო-პოლიტიკური კურსი აღებულია რუსეთისკენ, მთელი ერი ერთიანდება და ამ დროს წარმატებული ქართველები არსებობენ, დასავლეთში ფეხადგმულები და ხმას არ იღებენ – საწყენია. არ ვიცი, შეიძლება, ვცდები, მაპატიეთ, თუ ზაზა ფაჩულიას განცხადება გაკეთებული აქვს, უცბად გამახსენდა, არ მახსოვს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.