ყველამ ერთად სახლად უნდა ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და მთავარი მოედნები. ყველა უნდა გამოვიდეთ და რას იზამს ივანიშვილი? ვერაფერს,- ამის შესახებ პარტია „ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
„ივანიშვილი, როგორც არასოდეს არის სუსტი და ამით არის განპირობებული ის არანორმალური ქცევა, რომლითაც ხასიათდება მისი წარმომადგენლები. როდესაც შენ გეშინია და უკვე ვეღარც უშვებ იმის ალბათობას, რომ ხელისუფლება შეინარჩუნო, დგახარ ასლან აბაშიძის გზაზე. ჩვენ რა პასუხი უნდა გავცეთ, როდესაც სახლებში გვივარდებიან, თუნდაც გვისაფრდებიან, ყველამ ერთად სახლად უნდა ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და მთავარი მოედნები. ყველა უნდა გამოვიდეთ და რას იზამს ივანიშვილი? ვერაფერს. ის არის წყობიდან გამოსული. ის ცახცახებს, შეიძლება, ბუნკერსაც თხრის საკუთარ სახლში", - ამბობს ნიკა მელია.