არანაირი გეგმა, არც უკან დახევის „ოცნებას“ არ გააჩნია - რუსეთი მათზე მონიტორინგს ახორციელებს. ეს რუსული ხელისუფლება დასამარცხებელია მშვიდობიანადამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

„ვისთვის კანონი და ვისთვის უკანონობა, არანაირი კანონპროექტი არ არის სახეზე, აქ არის სახელმწიფოს, როგორც დამოუკიდებელის, გაუქმების მცდელობა, რომლის შესაძლებლობაც არ მიეცემა უზურპატორ ხელისუფლებას, რომლებსაც ტყვეობაში აყვანილი თავიანთი ადამიანების დახმარებით, მიზნების მიღწევა სურთ.

არანაირი გეგმა, მითუმეტეს სტრატეგიული ,,ქართულ ოცნებას" არ გააჩნია, არც უკან დახევის, ეს არის სიმართლე, რუსეთი მათზე მონიტორინგს ახორციელებს. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ამ უმძიმეს მდგომარეობაში არის, ძალიან ხალხმრავალი, მშვიდობიანი ერთობა, საქართველოს მთავარ გამზირზე იმდენი ხანი, რამდენიც ეს დასჭირდება. ეს რუსული ხელისუფლება დასამარცხებელია მშვიდობიანად",- განაცხადა ნიკა მელიამ.