"მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია რომ გააცოცხლო და „ნაცმოძრაობაში“ მიიყვანო, მაინც არაფერი არ გამოუვათ. მართალიც იქნება ქართველი ხალხი, რომ არაფერს არ გამოაყვანინებს. ეს არის სიმართლე. არ შეიძლება, არ გინდოდეს სხვისი ოლიგარქიული რეჟიმი და შენი გინდოდეს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ესენი რომ იყვნენ ხელისუფლებაში, რამით უკეთესები იქნებოდნენ? არა. - ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
"ეს კონტრასტი საზოგადოებამ დაინახა და კიდევ უკეთ დაინახავს. საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკური რეალობის შეცვლა, რეალური ალტერნატივის შეთავაზება. ჩვენ დავისახეთ ამბიციური ამოცანა და მიზანი, ამ პარტიამ პოლიტიკური რეალობა შეცვალოს, სხვა დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. თუ მათ, ვისზეც მეკითხებით, ექნებათ ის მხარდაჭერა, რომელიც აუცილებელი უნდა გახდეს კოალიციის ჩამოსაყალიბებლად, ამომრჩეველი გადაწყვეტს და ექნებათ თავიანთი მოკრძალებული წვლილი. არ ვეთანხმები არც „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ გადალახავენ ბარიერს, ბარიერს კი არა, ოთხჯერ ბარიერს გადავლახავთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.