მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია რომ გააცოცხლო და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიყვანო, არაფერი არ გამოვა არასოდეს,- ამის შესახებ პარტია „ახალი“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ხალხის პარტია აჯობებს, ვიდრე მერაბიშვილ-კეზერაშვილის პარტია. პირდაპირ გეუბნებით, სააკაშვილი კი არა, 5 სააკაშვილი რომც იყოს იქ, სადაც მერაბიშვილ-კეზერაშვილია, არაფერი არავის არ გამოუვა არადოდეს. მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია რომ გააცოცხლო და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიყვანო, არაფერი არ გამოვა არასოდეს და მართალიც იქნება ქართველი ხალხი, იმიტომ რომ არ შეიძლება არ გინდოდეს სხვისი ოლიგარქიული რეჟიმი და შენი გინდოდეს",- განაცხადა ნიკა მელიამ.