ამ ქვეყანაში სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში ვეღარასოდეს აირევა, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:
"ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა.
ხალხი შუა სიტყვაში შემოეცალა და რუსთაველი ჩააბნელა, რომ არ გვენახა.
ამ ქვეყანაში სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში ვეღარასოდეს აირევა, ღირსება და დამოუკიდებლობა შინაარსისგან ვერ დაიცლება და ცარიელ სიტყვებად არ იქცევა...
იმარჯვებს ის ვისაც სჯერა, იმარჯვებს ის ვინც იბრძვის."