არ შეიძლება, ყველა ოპოზიციური პარტია, როგორც სუბიექტი, ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე ერთიან საარჩევნო სიასთან დაკავშირებით.
„ვინმეს თუ ესმის ერთობის მნიშვნელობა, ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი არის პარტია „ახალში“. ერთობის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა ტიპის, მასშტაბის მონაწილეობა მიგვიღია. ჩვენ არათუ ვიზიარებთ მსგავს იდეებს, არამედ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განგვიხორციელებია. რაც შეეხება კონკრეტულად სააკაშვილს, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია. ვფიქრობ, ახლა ამ კონტექსტში ჩემი მხრიდან აბსოლუტურად უადგილოა საუბარი „ნაციონალური მოძრაობაზე“, იგივე მერაბიშვილზე, სააკაშვილზე, კეზერაშვილზე. მათ აქვთ პარტია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ექნება ბარიერის გადალახვის პრობლემა. ასე ელექტორალური ერთობა, საარჩევნოდ შექმნილი ერთობა შეიძლება, საზოგადოების ნაწილისთვის რიტორიკულად მიმზიდველად ჟღერდეს, მაგრამ, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, საპირისპიროს მეტყველებს. არ შეიძლება, ყველა ოპოზიციური პარტია, როგორც სუბიექტი, ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს. მჯერა, ეს იქნება „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმის მცდელობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.