ამ ადამიანმა [ლევან ბეჟაშვილმა] ბიუროზე დააფიქსირა სურვილი, გახდეს "ქართული ოცნების" ხელით პარლამენტის ვიცე-სპიკერი - ზარქუა არ ჩანს წინააღმდეგი - ამის შესახებ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს სურათს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა და ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი ერთად დგანან.
„ამ ადამიანმა ბიუროზე დააფიქსირა სურვილი, გახდეს ქართული ოცნების ხელით პარლამენტის ვიცე-სპიკერი.
ირაკლი ზარქუა არ ჩანს წინააღმდეგი, ასე გამოიყურება კოლაბორაცია დღეს!
როდესაც იბრძვი ავტორიტარული, ღიად რუსული რეჟიმის წინააღდმეგ, მას შემდეგ რაც ხელისუფლება დაუფარავად მიაქანებს ქვეყანას გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური ჩიხისკენ;
გყავს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც სრული შემადგებლობით იღებს რუსულ კანონს, როდესაც ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები და ქვეყნის ღირსებისა და ევროპული კურსის შენარჩუნება ქართველის ხალხის პრინციპულობაზე, სიმყარეზე, ღირსებაზე და ისტორიული არჩევანის პატივიცემაზე გადის, ქართული ოცნების დეპუტატი, მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტი კი არა, ქვეყნის მომავლის მტერია.
მტერი, რომელთან გამარჯვებაც მხოლოდ მორალური უპირატესობით და ღირსებითა და პრინციპულობით შეიძლება.
ნაციონალურ მოძრაობაში არ არის შიდა დაპირისპირება, ეს არის ზუსტად ისეთივე ღირებულებითი და პრინციპული შეუთავსებლობა, როგორიც გვაქვს ყველა კოლაბორაციონისტთან!“ -წერს ნიკა მელია.