საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები სიტუაციის სრულ კონტროლს ახორციელებენ.