ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
"ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას, არ იღებს უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტებს, დემოკრატიული პროცესის ჩასაშლელად მიმართავს საბოტაჟს, არ ქმნის საგამოძიებო კომისიებს, მეტი ძალაუფლების მოსახვეჭად იღებენ კანონებს, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, აფერხებენ ევროინტეგრაციის სასიცოცხლო პროცესს და ცდილობენ, ჩააგდონ კანდიდატის სტატუსის მიღება, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების მხარდაჭერა, რომლებმაც მარტში მიიღეს „რუსული კანონი“, აუცილებელია ვიცე-სპიკერის პოსტის დასაკავებლად“, – წერს ნიკა მელია.