მოვითხოვ, ყველა დამნაშავე ფიგურანტი , მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, კანონის შესაბამისად იქნეს დასჯილი,  უკანონობას არაფრით არ დავუშვებ!!!! , - ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო ნიკო კვარაცხელიას ვერაგული მკვლელობის საქმეზე არცერთი ადამიანი უკანონოდ არ დაისჯება, ჩემი შვილის თანატოლებს როგორ შემიძლია ბრალი რამეში დავდო😢😢😢 მეტსაც გეტყვით ჩვენთვის  ტრაგედიაა რა კადრებსაც ვუყურებ!!!!
მაგრამ  მოვითხოვ ❗️❗️❗️❗️
ყველა დამნაშავე ფიგურანტი , მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, კანონის შესაბამისად იქნეს დასჯილი❗️❗️❗️
 უკანონობას არაფრით არ დავუშვებ!!!!
ჭელიძემ და კავილაძემ წერტილ
მძიმეთი  ყველაფერი თავად დაფქვა, ვიდეოც კი არსებობს!!!!
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ვერ გერთვებით ჟურნალისტებს, გაუგონარი ამბები მესმის და ვერ ვუძლებ!!!!“, - წერს იზა ომაძე.

შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს და ბესარიონ ჟვანიას 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება - პროკურატურა მკვლელობის საქმეში არსებულ ვიდეოს ავრცელებს