მნიშვნელოვანია ფეიკოპოზიციასთან ერთად კი არა ნამდვილებთან იდგე, რომ კიდევ ზურგში დანა არ მივიღო ნიკა მელიას ნაირებისგან - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.

„პრეზიდენტი იყო და არის ციხეში, პრაქტიკულად მომაკვდავია, ბრძოლა იყო ის, რაც მათ აჩვენეს? ეს ბიჭი, ხაბეიშვილი 4 თვეა რაც მოსულია და თუ მსგავსი სიტუაცია გაგრძელდება, მასაც ვეტყვი, მაგრამ 3 წლის განმავლობაში იყო ნიკანორ მელია და პასუხს მას ვთხოვდით, ხომ ასეა?

"აქციებმა აქტუალობა დაკარგა" - ეს ნიკანორ მელიას ცნობილი ფრაზაა ხომ? ამას კიოდა მუდმივად. ყველაფერი გააკეთეს ზუსტად მელიამ და ხატია დეკანოიძემ, რომ აზრი დაკარგვოდა პარლამენტიდან გამოსვლას. ამათმა ყველაფრით ისარგებლეს, თანხით, ფინანსით, მიშას ხმებით, აბა რას წარმოადგენდნენ ისე, გარკვეული ადამიანები. მნიშვნელოვანია, რომ ფეიკოპოზიციასთან ერთად კი არ იდგე, არამედ ნამდვილებთან, რომ კიდევ, რომ დაანონსდება აქცია, კიდევ ზურგში დანა არ მივიღო ნიკა მელიას ნაირებისგან. ბევრჯერ გამოვცადე მე ამ ბიჭის, [ნიკა მელიას] ღალატი" -  განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.