ჩვენი მხრიდან ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი ინიცირებული არ იქნება, თუმცა ამგვარი ჭორებითა და განცხადებებით ყველა ადამიანი თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
სამწუხაროა, რომ ამ განცხადებების გამკეთებელი სუბიექტი ვერ ეგუება პარტიაში არჩევნების წაგებას. პრაქტიკულად, არჩევნების წაგების დღიდან „ნაციონალური მოძრაობის“, მისივე პარტიის საბოტირებით არის დაკავებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ სერიოზული პასუხის გაცემა და ამ განცხადებებსა და ჭორებზე რეაქცია მიუღებელია. პარტიის ამოცანაა, ებრძოლოს რუსულ ოცნებას და რუსულ ოლიგარქიულ წესრიგს. ვისთვისაც ესაა მთავარი ამოცანა, პარტიისგან მას თანამშრომლობის სურვილი აქვს. ჩვენი მხრიდან ნიკა მელიას პარტიისგან გარიცხვის საკითხი ინიცირებული არ იქნება, თუმცა ყველა ადამიანი ამგვარი ჭორებითა და განცხადებებით თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას და ახდენს პოლიტიკური ოჯახიდან ამორიცხვას“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა, რომელიც ნიკა მელიას ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.