ჩაანაცვლებს თუ არა დავით კეზერაშვილი ლევან ხაბეიშვილს ნიკა გვარამიათი - „კურიერის" კითხვას „მთავარი არხის" დამფუძნებელი სტრასბურგიდან პასუხობს. გვარამიას თქმით, ის „ნაცმოძრაობაში" თანამდებობის დაკავებით დაინტერესებული არ არის, თუმცა შეკითხვას, სურთ თუ არა პარტიის დამფინანსებლებს მისი ხილვა ხაბეიშვილის ნაცვლად - ღიად ტოვებს.

„მე არ ვარ ამ საკითხზე ინფორმირებული, სტრასბურგში ვარ, სრულიად სხვა საქმეზე“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა მელიას ფლანგი დარწმუნებულია, რომ რამდენიმე თვის წინ არჩეულ ლევან ხაბეიშვილს მალე შეცვლიან. ჯერ კიდევ "ნაცმოძრაობის" წევრები ფიქრობენ, რომ კვიპროსში დავით კეზერაშვილთან პარტიის ლიდერების გამოძახება სწორედ ამ თემას უკავშირდება. მელია და მისი თანამოაზრეები ხაბეიშვილს ამჯერად სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ კეზერაშვილი ამ შემთხვევაშიც ჩრდილოვანი მართვის მეთოდს იყენებს, რაც მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მეორედ გაყოფის პროცესს დააჩქარებს.