სააკაშვილის დახსნა, არც მხოლოდ მისი პარტიის საქმეა და არც მხოლოდ ქართველების, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„მიშა სააკაშვილი 2 წელია პოლიტპატიმარია. 2 წელია საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პოლიტიკოსი საჩვენებლად ისჯება და დადის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. 
სააკაშვილის დახსნა არც მხოლოდ მისი პარტიის საქმეა და არც მხოლოდ ქართველების. ეს უნდა გვახსოვდეს და ვახსენებდეთ სხვებსაც, მათ შორის, ქვეყნის გარეთ“,- აცხადებს ნიკა გვარამია.