ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ე.წ ოთარის გვარდია ჰქვია, - ამის შესახებ „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.

„ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ჰქვია ე.წ ოთარის გვარდია თუ არმია, როგორც არის. 2 000 არის მარჯვენა სანაპიროდან, 2 000 არის მარცხენა სანაპიროდან. მე არ ვამბობ, რომ ვლაპარაკობ შეიარაღებულ ადამიანებზე, ესენი არიან კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქს წინასაარჩევნოდ. მათ ჰყავთ ორ-ორი კურატორი, ორი ერთ სანაპიროზე და ორი კურატორი მეორე სანაპიროზე. ცნობილი კრიმინალები, სახელები და გვარები ამ წუთში დაზუსტებას საჭიროებს და არ ვიტყვი.

მაგრამ, ეს ადამიანები უკვე მოქმედებენ და ფარცხალაძე არის ამ პირამიდული კონტროლის სათავეში, იმიტომ რომ მას არავინ ხელს არ მოჰკიდებს და ის არსად არ წავა. ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავდით გლდანში, ახლაც და მანამდეც, ეს ყველაფერი არის ფარცხალაძესთან შეჯახება. რეალურად, ყველაფერი რაც ჩხუბობს, თავში ჰანტელებს ურტყამს, შავ ფულს არიგებს და ა.შ. ამ ყველაფრის პირობითი სახელი და გვარი არის ოთარ ფარცხალაძე. როცა ოთარ ფარცხალაძეს ვამბობთ, ვგულისხმობთ „ეფესბეს“. ასე ტარდება საქართველოში არჩევნები და ოთარ ფარცხალაძე რასაც ატარებს, იმას ატარებს „ეფესბეც“, - ამბობს ნიკა გვარამია.