ლაზარეს პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო - ამ ცივსისხლიან ჯალათებს ღამე როგორ სძინავთ, არ მესმის,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით. მოსამართლე ზვიად შარაძე შვებულებაში გავიდა.
ამ უსინდისო ცივსისხლიან ჯალათებს ღამე როგორ სძინავთ, არ მესმის“,- წერს გვარამია.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა გამართულიყო.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა