ამის შესახებ ინფორმაცია ნიდერლანდების მედია აქვეყნებს.
ნიდერლანდების სხვა მცხოვრებლებთან შედარებით, თხების ფერმიდან 500 მეტრის რადიუსში მცხოვრებ ადამიანებს პნევმონიის განვითარების 73%-ით, ერთი კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ ადამიანებს კი 19%-ით მაღალი რისკი აქვთ.
ეს არის ნიდერლანდების ჯანდაცვის საბჭოსა და მთავრობის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები, რომელზედაც NOS-ს წვდომა აქვს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტი (RIVM) ადრეც მსგავს დასკვნებამდე მივიდა. თუმცა, მთავრობაში არსებული უთანხმოების გამო, მეორე კვლევის ჩატარება დაინიშნა, - იუწყება ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ჯანდაცვის საბჭო პრობლემის გადაწყვეტის სამ შესაძლო გზას სახავს: სადგომებში გამწოვი სისტემების დამონტაჟებას, მშენებლობის შეზღუდვებს (ახალი სადგომის მშენებლობის აკრძალვა, თუ ადამიანები ახლოს ცხოვრობენ და სახლების მშენებლობის აკრძალვა თხის სადგომის მახლობლად) და სექტორის შემცირებას. კვლევა ამ ზაფხულს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს ეფუძნება, როდესაც ჯანდაცვის საბჭომ უკვე მოუწოდა მოქმედებისკენ.




