ამის შესახებ პარტია "ახლის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ "რეაქციაში" განაცხადა.
"ამ წუთში არაფერი არ მომწონს, გარდა სწორი საგარეო პოლიტიკური ვექტორისა. რასაც ახლა ვუყურებ, ჩემთვის ნაციონალური მოძრაობის მთავარი ფაქტორი არის მიშა სააკაშვილი, იყო ყოველთვის და ვერ ვიტყვი, რომ ახლა რამენაირად შეიცვალა, მაგრამ მიშას მიღმა რაც ხდება, ის, ვინც მიშას აძლევს ხმას, დაე, მისცეს ხმა, ამის იქით მე ვერაფერს ვერ ვხედავ და მირჩევნია, რომ მე თვითონ გავაკეთო ის, რასაც მე თვითონვე მივცემ ხმას. ენმ ჩემთვის პრობლემატურია იმიტომ, რომ მე მათ ხმას არ მივცემ პირველად ჩემი პოლიტიკური ბოლო წლების ისტორიისა,“ - ამბობს გვარამია.