ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ "რეაქციაში" განაცხადა.
"ვერ ვხედავ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში, როგორც პარტიულ აქტორს სალომე ზურაბიშვილს, მისგანაც ასეთი რამ არ წამოსულა. ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ის იქნებოდა პოლიტიკურ პროცესებში ფასილიტატორის ფუნქციას შეითავსებდა და რაღაც თვალსაზრისით დაეხმარებოდა ოპოზიციას კოორდინირებულ ქმედებებში. ჩემთვის სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე, ჩემს ხედვებთან სრულიად არათავსებადი განცხადებები აქვს გაკეთებული, მიუხედავად ამისა, მასთანაც შეკითხვები მექნებოდა მომავალზე,“ - ამბობს ნიკა გვარამია.