„იტალიის სერია A-ს ახალი ლიდერი ჰყავს, ესპანეთის ლა ლიგაში კი მადრიდის „რეალმა“ მეორე მარცხი განიცადა და პირველ ადგილზე მყოფ „ბარსელონას“ ოთხი ქულით ჩამორჩა.
ნეაპოლში გამართულ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსს“ მე-7 წუთზე გაუტანა გოლი, სტუმრებმა საპასუხო გოლის გატანა კი 59-ე წუთზე შეძლეს. შეხვედრის ბედი სტუმრების კარში 75-ე წუთზე ჰოილუნდის მიერ გატანილმა მეორე გოლმა გადაწყვიტა.
„ნაპოლი“ - „იუვენტუსი“ 2:1(1:0)
გოლები: 7' რასმუს ჰოილუნდი 1:0, 59' ქენან ილდიზი 1:1, 75' რასმუს ჰოილუნდი ჰოულუნდი 2:1

ესპანეთის ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში მეორედ წააგო „რეალმა“. მადრიდელები შინ „სელტასთან“ დამარცხდნენ. მასპინძელთა კაში ორივე გოლი შეცვლაზე შესულმა შვედმა ვილიოტ სვედბეგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ ტურში „რეალმა“ სამი შეხვედრა ფრედ დაასრულა, ერთი წააგო და მხოლოდ ერთხელ, 3 დეკემბერს, ბილბაოს „ატლეტიკთან“ გაიმარჯვა.
„რეალი“ - „სელტა“ 0:2(0:0)
გოლები: 53' და 90+3' ვილიოტ სვედბერგი
გაძევება: 64' ფრან გარსია („რეალი“ მერე ყვითელი), 90+2' ალვარო კარერასი („რეალი“, მეორე ყვითელი)





