საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში - ამის შესახებ მოძრაობა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა გმირთა მოედანზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"პრეზიდენტის მიერ გაკეთებული სრულიად სამარცხვინო, მოღალატეობრივი და კაპიტულარული განცხადება, როცა მან თქვა - საქართველოს არ ყავს და არც ეყოლება ჯარი. ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და მადლობა ვუთხრათ ქართულ ჯარს, ქართველი ხალხი აფასებს თქვენ სამსახურს, პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში. ასევე, სასწრაფოდ განცხადება უნდა გააკეთოს თავდაცვის მინისტრმა, უკვე ძალიან დააგვიანდა და მისი დუმილი არის შემაშფოთებელი. თქვენ, ქართველო ჯარისკაცებო, საუბედუროდ უღირსი მთავარსარდალი გყავთ, მაგრამ ეს არის დროებითი. ის რასაც თქვენ ემსახურებით - სამშობლო, ეს არის მუდმივი და ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი სამსაუხრის" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. „ჩვენ არც ჯარი გვაქვს არც იარაღი და არც გვექნება“, – ამის შესახებ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.