პრეზიდენტი: ჩვენ არც ჯარი გვაქვს არც იარაღი, მაგრამ გვაქვს ცოდნა, კულტურა

„ჩვენ არც ჯარი გვაქვს არც იარაღი და არც გვექნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არც ჯარი გვაქვს არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცბად დავიპყროთ რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ და არა მხოლოდ დღევანდელი დღით თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლითაც. გვჯეროდეს , რომ გაქვს მთელი ეს შესაძლებლობები და არ დავიწყოთ ჩვეულებრივი ქართული ვარიანტიბი, რომ აქ მე უფრო ვიდრე ის და თუ მე ვარ ის არ უნდა იყოს“, – თქვა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად