წლევანდელი ცვლილებებით, პრეზიდენტს მხოლოდ სიარულისა და საუბრის უფლება დაუტოვეს - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„როგორი დასკვნაც არ უნდა დადოს უზენაესმა სასამართლომ, მთავარი ის არის, რომ კონსტიტუციას პრეზიდენტი ასრულებს, რადგან მას ფაქტობრივად არანაირი მოვალეობები და უფლებები არ დაუტოვეს, ის კი არა და ფიცის ტექსტის ხელმოწერაც კი წაართვეს წლევანდელი ცვლილებებით სამხედრო კოდექსში და პრეზიდენტს დარჩა მხოლოდ სიარულისა და საუბრის უფლება და რაც დაუტოვეს იმ უფლებას ასრულებს. შესაბამისად, რაც არ უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში, მორალურად პრეზიდენტი არის მართალი კონსტიტუციის, ქვეყნის წინაშე და ქვეყნის მცხოვრებთა ძირითადი მოთხოვნის წინაშე“,- განაცხადა ნატო ჩხეიძე.