დღეს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 57 გვერდიანი ბუნდოვანი და რებუსებიანი ანგარიში სუს-ის პირველი მოადგილის პასუხების მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. - 

"სერიიდან:

აბა შეხედეთ

დღეს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 57 გვერდიანი ბუნდოვანი და რებუსებიანი ანგარიში სუს-ის პირველი მოადგილის პასუხების მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.

როცა ყველაზე დაზუსტებული და კონკრეტული პასუხი მაგალითად ასეთია: ანტიდასავლური ძალა შეიძლება იყოს დასავლური ძალის ფორმითო, სხვას ან მეტს რას უნდა ელოდო? თუმც, რაღაცები მაინც გავიგეთ. ის კი მაინც გაუგებარი რჩება, რატომ იხურება სხდომები?

არც შეკითხვებია ისეთი, რაც ეთერებში არ გაჟღერებულა და პასუხები ხომ იოტისოდენადაც არ სცილდება უკვე გამოქვეყნებულ ანგარიშს. თუმც ერთი აშკარა დაზუსტება და კონკრეტიკა მაინც მოხდა: მისალმება არ დაემთავრებინა იაგო ხვიჩიას, ისე დასდო ბეჭებზე თაკო ჩარკვიანმა:))

დანარჩენზე გაუთქმელობის პირობა გვაქვს, თუმც რა არის გამოსათქმელი?" - ნატო ჩხეიძე.