გიგი კალანდაძემ განაცხადა, რომ ჩვენი დაზვერვის აგენტების სია გადაეცა რუსეთის მხარეს, მე მინდა დავადასტურო ეს - ამის შესახებ მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ საააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ის დისტანციურად ერთვება.

მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ დაზვერვის აგენტების სია რუსეთის მხარეს გადაეცა. მისი თქმით, იგეგმებოდა გაცვლა:

"გიგი კალანდაძემ განაცხადა, რომ ჩვენი დაზვერვის აგენტების სია გადაეცა რუსეთის მხარეს, მე მინდა დავადასტურო ეს. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვამზადებდით გაცვლას, რუსეთში დაკავებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების ჩვენთან დაკავებულ რუს ჯაშუშებზე. სწორედ იმის გამო, რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება და პირველი რაც მათ ქნეს, გარდა იმისა, რომ დახურეს რუსული არხი, გადასცეს პირდაპირ სია ჩვენი აგენტების რუსეთში, პრაქტიკულად ჩვენი ხალხი ჩარჩა იქ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე”  ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მორიგი განხილვა განახლდა. 

წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდა, თემურ ჯანაშიამ მედიასთან განაცხადა, რომ  "ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმე" აბსოლუტურად დაცლილია სამართლისგან, შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია