მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. ამის თქმა შემიძლია, იმიტომ, რომ ეს ექიმებმაც თქვეს და მე ამით რაიმე სახის პერსონალურ ინფორმაციას არ ვამჟღავნებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი გვიხარია, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ექსპრეზიდენტის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება გამორიცხულია.

„არაერთხელ მითქვამს იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთადერთი მიზანია მისი ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად უზრუნველყოფილი. როდესაც იქნება ექიმების მხრიდან რეკომენდაცია, ის რა თქმა უნდა, აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, იმიტომ, რომ არის მარტივი პრინციპი, რომელიც გულისხმობს შემდგომს - საქართველოში მსჯავრდადებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. ის საავადმყოფოში შეიძლება იყოს იმდენ ხანს, რამდენი დროც დასჭირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ბრეგაძემ