მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის კიევში ჩასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კემერონი, დანიშვნიდან მეორე დღეს კიევში აღმოჩნდა.

მე ეს არ გამკვირვებია, კემერონი ოპოზიციის ლიდერი იყო, როდესაც 2008 წლის აგვისტოში თბილისს ესტუმრა და ისტორიული ფრაზა წარმოთქვა: “არ უნდა დავუშვათ, რომ რუსები ევროპულ ქვეყანაში ტანკებით დაჯლიგინებდნენ და ამავე დროს ლონდონში შოპინგზე დაიარებოდნენ.”

მისმა პოზიციამ მაშინ საქართველოს მხარდასაჭერად საერთაშორისო რეაქციის მობილიზაციაში და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა, ერთი წლის შემდეგ, მან ლონდონში თავისი კაბინეტის წევრები გამაცნო და მთხოვა, მათთვის ქართულ რეფორმებზე მომეყოლა.

ძალიან კარგია, რომ სუნაკმა მას ჩააბარა საგარეო პოლიტიკა" - წერს მიხეილ სააკაშვილი.