"რუსეთის აგენტურა იყო ჩასმული ჩემს გარემოცვაში. ჩამოდიო, ერთი მეუბნებოდა 2020-ში, გადასცა ჩემი კოორდინატები ივანიშვილის ხელისუფლებას. უნდა დამხვედროდა, რომ ჩამოვედი, არ დამხვდა და მთელი ჩემი მონაცემები გადასცა. შემდეგ სხვა პროვოკაციებში მონაწილეობდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ღალატი იყო და იქნება, მთავარია, მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა.
"მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, იმიტომ რომ მიუხედავად დალხინებული ცხოვრებისა უკრაინაში, შეუძლებელია დაკნინებული ქვეყნისთვის მეყურებინა. ჩამოსვლა მარტივი არ იყო, რადგან რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა - ჩამოდი, ჩამოდიო. ამის თქმა მე არ მჭირდებოდა, მაგრამ მერე გარკვეული ნდობა გაიჩინა ჩემს გარემოცვაში.
პირველად 2020-ში რომ ჩამოვდიოდი, ჩემი კოორდინატები გადასცა ივანიშვილის ხელისუფლებას, წინასწარ ყველაფერი იცოდნენ და მომიხდა უკან დაბრუნება. მეორეჯერ როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა არავინ და ზუსტად ორ საათში რუსეთის დავალებით ჩემი მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებს. არის ასეთი ადამიანი. ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.









