ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში ვრცელი ადგილი ეთმობა ჩემს უკანონო პოლიტ. პატიმრობას - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს დოკუმენტიდან ამონარიდს აქვეყნებს:
"სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, დროული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია დაკავებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის. 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გამოიკვლია სააკაშვილი და დაადგინა, რომ მისი ჯანმრთელობა იყო „მკვეთრად გაუარესებული“ 2022 წლის აპრილში ჩატარებული ბოლო კვლევის შემდეგ და მისი მდგომარეობა შეაფასა, როგორც „მძიმე“. სახალხო დამცველმა ასევე წარმოადგინა ექსპერტების დასკვნა, რომლის თანახმად, ქვეყანაში ხელმისაწვდომი ყველა შესაძლო მკურნალობის მიღების მიუხედავად, მისი მდგომარეობა „სწრაფად უარესდებოდა“. სახალხო დამცველის შეფასებით, სააკაშვილის საქმეში, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას არაადამიანური მოპყრობის გამო."