ხალხო, შეხედეთ საქართველოს! სოლიდარობას ვუცხადებ თბილისში მშვიდობიანი აქციის ყველა მონაწილეს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„დანებება ალტერნატივა არ არის. მადლობა საქართველოში ყველა ერთგულ ევროპელს! მართლა ვამაყობ თქვენით“, – წერს მიხაელ როთი და აქციის ფოტოებს აქვეყნებს.