გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ გამართულ მარშს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმიანება და აცხადებს, რომ ქართველები ისტორიას წერენ.
"ქართველები ისევ ისტორიას წერენ! დღეს ათიათასობით ადამიანი მართავს დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. გმადლობთ!" - წერს როთი X-ზე.