ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

"თუ საქართველოს მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის "პატიოსან გამარჯვებაში", ის აუცილებლად, დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე. გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები", - წერს მიხაელ როთი.