"როდესაც უცხოეთი ნახავს, რომ ერთმანეთს არ ვჭამთ, სხვანაირად მოგვეპყრობიან. არავის ეგონოს, რომ უცხოელი ვინმეს მოიყვანს და დასვამს. ეკლესია არ დაუშვებს ამას, პირდაპირ გეუბნებით", - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
„ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს, ეკონომიკაც გაჯანსაღდება, ყველაფერი გაჯანსაღდება. როდესაც უცხოეთი ნახავს, რომ ერთმანეთს არ ვჭამთ, სხვანაირად მოგვეპყრობიან. არავის ეგონოს, რომ უცხოელი ვინმეს მოიყვანს და დასვამს. ეკლესია არ დაუშვებს ამას, პირდაპირ გეუბნებით. მალე მოვა ის დრო, როდესაც ურთიერთობები ყველასთან დალაგდება. მთავარია, ერთმანეთთან დავალაგოთ ურთიერთობები“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.







