საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დაჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით. დღეს ნუ გავაკეთებთ იმას, რომ დავიშალოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
„საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დასჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით. დღეს ნუ გავაკეთებთ, მიზეზი მოვნახოთ იმისთვის, რომ დავიშალოთ. უწმინდესს ქართველთა ერთობა ძალიან უნდოდა. საქართველოზე ძალიან დედამიწაზე მას არავინ და არაფერი ჰყვარებია. საქართველო მისთვის ღვთისმშობლის წილხვედრი რაც არის, ყველაფერი იყო. მას არ უყვარდა თავის განდიდება, დარიგებასაც წყნარად და ჩუმად მოგცემდა. მერე ყველაფერი გულთან ძალიან მიჰქონდა. წელშიც როგორ მოვხარეთ, ჩვენს ცოდვებს რომ ტვირთულობდა, რა დავმართეთ, იმ ტკივილებში განვლო მთელი ცხოვრება. ღმერთს ხედავდა, ღვთის სიყვარულს. მახსოვს, პანდემიის პერიოდში ვსაუბრობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენმა ეკლესია, ყველამ ერთხმად როგორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ფაქტობრივად, ეშმაკის და მაშინდელი მსოფლიოს წინააღმდეგ. ამ ერის შვილები ხართ, ღვთის შვილები, ღვთის მეგობრები ხართ თითოეული ქართველი. დავფიქრდეთ როგორ ვიცხოვროთ.
მშვიდად იყავით, ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია. ეკლესიის ძლიერება ვის აწყობს? ბოროტს ხომ არ აწყობს. იბრძვის იმისთვის, რომ ერთმანეთს გადაგვკიდონ და თუ გადავეკიდებით, მერე ადვილად დაგვშალოს. ეკლესია ის ძალა ვართ, რომელიც არც ჩვენთან მივცემთ უფლებას ამაზე წავიდნენ და გარეთ ხომ გამორიცხულია. აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ამას პირდაპირ ვეუბნები იმიტომ, რომ ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ. ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ, ეს დღეები ქრისტესთან ერთად გავიაროთ. პატრიარქი თუ გვიყვარს, ეს სიყვარული გამოხატოთ იმით, რომ ღმერთს ვაჩვენოთ. პატრიარქმა რა გვასწავლა ქართველებს? ყოველთვის ამბობდა: „ჩვენთან არს ღმერთი“. ჩვენც ღმერთი დავინახოთ, ღმერთს მოვუსმინოთ და ღმერთს გავყვეთ. ჩვენ ხომ ქრისტეს ერი ვართ. ფრთხილად და მშვიდად ვიყოთ ეს დღეები“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.




