2008-2009 წლიდან შემიქმნა ეს პრობლემა უგულავას და სააკაშვილის სისტემამ და მერე გართულდა და გართულდა, - ამის შესახებ კეკელიძის ქუჩაზე ბინიდან გამოსახლებულმა მარინა ხატიაშვილმა განაცხადა.
„ყველაფრის უფლება რომ აქვთ, რომ დაგამხონ თავზე ყველაფერი; იძულებითი აუქციონი - რომ გაგიყიდონ ყველაფერი, ერთი თეთრი არ დაგანახონ და ყველაფერი მევახშის ჯიბეში წავიდეს და მერე სახლიდან გამოგაგდონ - ეს სააკაშვილის მიღებული კანონებია. „საქართველოს ბანკში მქონდა 20 ათასი ვალი, 10-წლიანი სესხი, „ნაცების“ დროს სამსახურიდან რომ გამომიშვეს. ბანკმა საიდან იცოდა - თქვენ სამსახური დაკარგეთო. ორჯერ რესტრუქტურიზაცია გამიკეთეს და სამჯერ დამაწყებინეს სესხის თავიდან გადახდა. მერე უკვე, 2013 წელს რაღაც თვენახევარი გადამიცილდა. ეგრევე მიმართეს სასამართლოს. რა თქმა უნდა, წავაგე. რა ვიცოდი მაშინ მე მევახშე რა იყო? საქართველოს ბანკის იურისტმა [დამაკავშირა]. მერე მოვედით აქამდე. ვყიდდი ამ ბინას. დარეჯან დვალი თვითონ მიგზავნიდა კლიენტებს. ახლა ის ითხოვს 90 ათასს. 70 ათასი ჩემი ახლობლების მიერ არის მობილიზებული. კიდევ 20 ათასი საიდან უნდა გავაჩინო, მე არ ვიცი. ბინა შემომთავაზეს. ნაჩუქრობითო. ნაჩუქრობა როგორი რამეა, იცით? ერთი წლის განმავლობაში შეუძლია გადაიფიქროს და იქიდანაც გამომასახლოს“, - განაცხადა მარინა ხატიაშვილმა.