უეფას ჩემპიონთა ლიგაზე საწყისი ფაზის (პლეიოფისწინა ჯგუფური ტურნირის) მესამე ტურის შეხვედრები დასრულდა.

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ 4-მატჩიანი წაგებების სერია (სამი პრემიერლიგაში, ერთი კი ჩემპიონთა თასზე) ფრანკფურტში შეწყვიტა. გიორგი მამარდაშვილი  (Flashscore - 6.5) კარს პირველი წუთიდან იცავდა

„აინტრახტი“ - „ლივერპული“ 1:5(1:2)
გოლები: 26' რასმუს კრისტენსენი 1:0, 35' ჰუგი ეკიტიკე 1:1, 39' ვირჯილ ვან დეიკი 1:2, 44' იბრაჰიმა კონატე 1:3, 66' კოდი გაკპო 1:4, 70' დომინიკ სობოსლაი 1:5

გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ სახლში „მარსელი“ დაამარცხა. გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. 

„სპორტინგი“ - „მარსელი“ 2:1(0:1)
გოლები: 14' იგორ პაიშაუ 0:1, 69' ჯენი კატამო 1:1, 80' ალისონ სანტოსი 2:1
გაძევება: 45+2' ემერსონი („მარსელი“, მეორე ყვითელი)


პირველი მარცხი განიცადა აღდამის „ყარაბაღმა“. აზერბაიჯანელმა ფეხბურთელებმა ბიბაოში პირველივე წუთზე გაიტანეს გოლი, მაგრამ შემდეგ სამი გოლი გაუშვეს და 1:3 დამარცხდნენ. 

„ატლეტიკი“ - „ყარაბაღი“ 3:1(1:1)
გოლები: 1' ანდრადე 0:1, 40' გორკა გურუზეტა 1;1, 70' რობერტ ნავარო 2:1, გორკა გურუზეტა 3:1


„გალათასარაი“ - „ბოდო გლიმტი“  3:1(2:0)
გოლები: 3', 33' ვიქტორ ოსიმჰენი 1:0 და 2:0, 60' იუნუს აკგიუნი 3:0, 75' ანდრეას ჰელმერსენი 3:1


„ატალანტა“ - „სლავია“ 0:0


„ბაიერნი“ - „ბიუგე“ 4:0(3:0)
გოლები: 5' ლენარტ კარლი 1:0, 14' ჰარი კეინი 2:0, 34' ლუის დიასი 3:0, 79' ნიკოლას ჯექსონი 4:0


„ჩელსი“ - „აიაქსი“ 5:1(4:1)
გოლები: 18' მარკ გიუ 1:0, 27' მოისეს კაისედო 2:0, 33' ვაუტ ვეგჰორსტი, თერთმეტმეტრიანიდან 2:1, 45' ენცო ფერნანდესი, თერთმეტმეტრიანიდან 3:1, 45+6' ესტევაო, თერთმეტმეტრიანიდან 4:1, 48' ტაირიკ ჯორჯი 5:1
გაძევება: 15' კენეთ ტეილორი („აიაქსი“, წითელი ბარათი)


„მონაკო“ - „ტოტენჰემი“ 0:0


„რეალი“ - „იუვენტუსი“ 1:0(0:0)
გოლი: 58' ჯუდ ბელინგემი