რუსთაველის თეატრში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თეატრალური წარმოდგენა „ამბები დიმიტრი ყიფიანზე - ის, ვინც მთავარია“ გაიმართა.

მე-19 საუკუნის დიდი საზოგადო მოღვაწის ცხოვრების შესახებ   თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ  ისაუბრა.

საღამოზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ: გორის ქალთა კამერული გუნდი, ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", მომღერლები - მაია ჯაბუა და ეკა კახიანი, მსახიობები - ბუკა თოლორდავა და გია აბესალაშვილი.

ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

"დიმიტრი ყიფიანი ჩვენი ისტორიისთვის უდიდესი სახელია. მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, რომელმაც შესანიშნავი ფორმით შეგვახსენა, თუ რამხელა ისტორიისა და კულტურის ქვეყანა ვართ", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.