ხმაური და დაპირისპირება დილიდან მიმდინარეობს  თბილისში, კეკელიძის N1-ში.

ადგილზე  პოლიცია და სამაშველოა მობილიზებული. 

საკუთარი სახლიდან გამოსახლებას ამჯერად ხატიაშვილების ხუთსულიანი ოჯახი ელოდება. იქ აღმასრულებლები ზუსტად 11:00 საათზე გამოჩნდნენ. ოჯახის მხარდასაჭერად ადგილზე მისულმა ხალხმა კი სამართალდამცავებს სადარბაზოში შესასვლელი რკინის და ბინის კარი შედუღებული დაახვედრეს.

მარინა ხატიაშვილი, რომელიც  10 თვის ჩვილთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩება, ამბობს, რომ მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ მათ  გამოსახლებას "მწვანე შუქი კერძო მევახშესთან უკანონო გარიგების"  სანაცვლოდ აუნთო.

ადგილზე სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ უფლებადამცველი, ირაკლი კაკაბაძე დააკავა.