ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სიაში არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ხატია წილოსანი არ არიან, რადგან მათ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე აქვთ შეთავაზება პრემიერისგან.
მისივე თქმით, აღნიშნულ ადამიანებთან ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„არჩილ თალაკვაძე რამდენად პროფესიონალი კადრია, გარდა იმისა, რომ ჩვენი ერთგული თანამებრძოლია, ეს ყველამ იცის. არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლებაც ჯერ არ მაქვს, ვიდრე შეთანხმება არ მოხდება. ასევე, ასეთი კონსულტაციები მიმდინარეობს ბექა ოდიშარიასთან კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით. ამასთან, კონსულტაციები მიმდინარეობს ხატია წილოსანთან ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე დიპლომატიურ სამსახურში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.