რადიკალურ ოპოზიციონერებს დავალების შესაბამისად შეუძლიათ შეეკრან ნებისმიერს, ვისაც გუშინ უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ. მოკლედ, შეუძლიათ ყველაფრის კადრება, რასაც პატრონები დაავალებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ყველანი ერთად, დავიცავთ მშვიდობას, თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის ღირსებას, კეთილდღეობას და ამ უთანასწორო ბრძოლას ეყოლება ერთადერთი გამარჯვებული - საქართველო და მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.