ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა, თხოვა ვინმემ?არა!, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ამერიკის ხმის"გაავრცელებული ინფორმაციას ეხმაურება, რომ ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ გააუქმა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს სხვა წარმომადგენლებთან.
"ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა, თხოვა ვინმემ?არა! უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს .
ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის!
ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებში!გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და სხვაგან აღარსად, ამას უნდა შეეგუოს ყველა!ბაიდენი, რა თქმა უნდა, დეტალურად იქნება საქმის კურსში ამ ფაქტის შესახებ", - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.