ორ ფეხზე მყარად დგომისა და სწორი პოლიტიკის შედეგი იყო ჩვენი კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„როგორც წინა, 12 პუნქტის შემთხვევაში იყო, ახლაც ასეთივე პასუხისმგებლობით მივუდგებით ამ საკითხებსაც. დისკუსიაც იქნება, ვიკამათებთ კიდევაც. 12 რეკომენდაციის შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან მკაფიო საკითხებიდან გამომდინარე დისკუსია გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ამ დისკუსიაში, ჩვენს ოპონენტებთან კამათში, ჩვენ გავიმარჯვეთ და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. გამარჯვების შედეგი იყო ეს და არა თავწახრილი და ნირწამხდარი პოზიციის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.