ნიკა გვარამია ამბობდა, რომ კვერცხების სროლა გამოხატვის თავისუფლება იყო, დღეს რა შეიცვალა? მე ასე არ ვიტყვი, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსების თუ სხვა საჯარო პირების მიმართ ასეთ ცუდ დამოკიდებულებას სწორედ გვარამიამ აუნთო მწვანე.

„სამწუხაროდ, რაც დათესეს, ის მოიმკეს. სიტყვა „სამწუხაროდ“ შემთხვევით არ მითქვამს. არ ვამბობ, რომ კარგია. ეს არის ცუდი. ყველაფერი ცუდი სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. დანაშაული არის მხოლოდ ის, რაც სისხლის სამართლის კოდექსში წერია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.