"დღეს იმ კაცის დაბადების დღეა, რომელმაც შექმნა საქართველოს სხვა ისტორია - ღირსეული, ამაყი, თავისუფალი და არა ვინმეზე დამოკიდებული, არა ვინმეს დავალებების შემსრულებელი, არამედ საკუთარი, ეროვნული ინტერესებით მოქმედი ქვეყნის უახლესი ისტორია!" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს იმ კაცის დაბადების დღეა, რომელმაც შექმნა საქართველოს სხვა ისტორია - ღირსეული, ამაყი, თავისუფალი და არა ვინმეზე დამოკიდებული, არა ვინმეს დავალებების შემსრულებელი, არამედ საკუთარი, ეროვნული ინტერესებით მოქმედი ქვეყნის უახლესი ისტორია!

ამასთან შეძლო ეჩვენებინა პერსონალური უკომპრომისობის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის, როდესაც საქმე საკუთარ სამშობლოს ეხება!

უშეცდომოდ განსაზღვრა ყველა (დღევანდელი გადასახედიდან უალტერნატივო) პოლიტიკური სვლა, რომელიც წინა, ურთულესი წლების, საქართველოსთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვას ჭირდებოდა!

ამასაც უკვე უახლესი ისტორია ადასტურებს! დაბადების დღეს ვულოცავ სამაგალითო ქართველ კაცს, ბიძინა ივანიშვილს!" - წერს მამუკა მდინარაძე.