საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ისე რამ ათქმევინა ირაკლის კვერცხზე კერკეტი. კვერცხი სხვანაირი გამიგია და კერკეტი არა. ეს ერთი და ცოტა სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, მტერი შეიძლება დააფასო ადამიანმა, მაგრამ მტერთან მოღალატეს, მით უმეტეს ქართველი კაცი არასდროს დააფასებს. ეს არის ჩემი გულწრფელი კომენტარი ამ ადამიანზე“, - განაცხადა მდინარაძემ.