„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„დაბადების დღეს ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედს და მეცენატს, ძალიან მაგარ ქართველ კაცს, გამორჩეულს განსაკუთრებული გონიერებით, შორსმჭვრეტელობით და თავისი სამშობლოს მიმართ წარმოუდგენელი თავგანწირვით!“ - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი 67 წლის გახდა.